HTML ცხრილები - გაკვეთილი 9

ამ გაკვეთილში ვისაუბრებთ თუ რა არის HTML ცხრილები და როგორ გამოვიყენოთ იგი.

ცხრილის შესაქმნელად დაგვჭირდება შემდეგი თეგები: <table>, <tr>, <th>, <td>

 

ცხრილის შექმნას ვიწყებთ <table> </table> თეგით.

მასში მოთავსდება <tr> </tr> თეგი, რომელიც არის ცხრილის რიგი, ყოველ რიგს სჭირდება თავისი <tr> თეგი.

თუ გვინდა რომ გვქონდეს ცხრილის სათაური, მაშინ ვწერთ <th> </th> თეგს. <th> თეგში მოთავსებული ტექსტი ავტომატურად წერია ცენტრში და არის ბოლდი.

შემდეგ მოდის ცხრილის უჯრა, რომელიც იწერება <td> </td> თეგით.

სტრუქტურა არის შემდეგი:

 

<table>

<tr>

<th>სათაური 1</th>                

<th>სათაური 2</th>

<th>სათაური 3</th>

</tr>

<tr>

<td>პირველი ტექსტი  1</td>                

<td>პირველი ტექსტი  2</td>

<td>პირველი ტექსტი 3</td>

</tr>

<tr>

<td>მეორე ტექსტი 1</td>

<td>მეორე ტექსტი 2</td>

<td>მეორე ტექსტი 3</td>

</tr>

<tr>

<td>მესამე ტექსტი 1</td>

<td>მესამე ტექსტი 2</td>

<td>მესამე ტექსტი 3</td>

</tr>

</table>

<td> თეგი  უყურებს <th> თეგს. ანუ სათაური 1-ის უჯრები არის: პირველი ტექსტი 1, მეორე ტექსტი 1, მესამე ტექსტი 1

ხოლო სათაური 2-ის უჯრები: პირველი ტექსტი 2, მეორე ტექსტი 2, მესამე ტექსტი 2  და ასე შემდეგ