HTML ციტატები - გაკვეთილი 5

დღევანდელ გაკვეთილში ვისაუბრებთ HTML ციტატებზე და მათ გამოყენებაზე.

რა არის HTML ციტატები? ამ კითხვაზე თვითონ სათაური გვცემს პასუხს, მაგრამ განვმარტოთ რას მოიცავს.

<q> - მოკლე ციტატა. ამ თეგში მოქცეული ტექსტი ეკრანზე ორ ბრჭყალში მოქცეული გამოვა.

<blockquote> - ამ თეგში მოქცეული ტექსტი გამოვა ცალკე ბლოკად. თეგის დამხმარე ატრიბუტი არის cite="", სადაც იწერება საიტის მისამართი საიდანაც ტექსტი მოგვაქვს.

<abbr> - განსაზღვრავს აბრევიატურას. დამხმარე ატრიბუტი არის title="" მასსში სიერება აბრევიატურის სრული სახელწოდება.

<address> - თეგში იწერება მისამართი.

<cite> - თეგში იწრება დასახელება რომელიც გვინდა განსხვავებულად გამოიყურებოდეს, ბრაუზერები ძირითადად <cite> თეგში მოექცეულ ტექსტს იტალიკად აღიქვამს.

<bdo> - თეგი ახდენს შიგნით მოქცეული ტექსტის შებრუნებას