HTML სურათები - გაკვეთილი 8

ამ გაკვეთილში ვისაუბრებთ HTML სურათის თეგზე და მის ატრიბუტებზე.

დღეისთვის ბევრი გაფართოების მქონე სურათები არსებობს მაგალითად "jpg", "png" და ასე შემდეგ, HTML-ს კი შეუძლია მათი აღქმა <img> თეგის დახმარებით.

<img /> თეგი თვითონვე იხურება, მაგრამ აუცილებელია src="" ატრიბუტის დაწერა რადგან გაიგოს წყარო თუ საიდან მოდის სურათი.

მაგალითად:

<img src="picture.jpg" /> ასევე აუცილებელია გაფართოების დაწერა "jpg" (HTML-ს გიფების წაკითხვაც შეუძლია)

თუ გვსურს რომ სურათი სხვა ფოლდერიდან გავუშვათ საიტზე, მაშინ უნდა მივუთითოთ გზა იმ ფოლდერამდე და შემდეგ სურათამდე

<img src="/images/picture.jpg" /> src ატრიბუტი არის სავალდებულო, რომ გამოჩნდეს სურათი

images - არის ფოლდერის დასახელება (/image/ აუცილებელია რათა აღიქვას გზა)

picture.jpg - სურათის სრული დასახელება

იმ შემთხვევაში თუ სურათს საიტიდან ვიღებთ მაშინ ატრიბუტში ვუთითებთ იმ სურათის ლინკს

<img src="suratis_misamarti" />

ასევე გვაქვს alt ატრიბუტი მასში მოთავსებული ტექსტი გამოდის იმ შემთხვევაში თუ ბრაუზერმა ვერ აღიქვა სურათი.

<img src="suratis_misamarti" alt="ხის სურათი" />

alt ატრიბუტის ხმარება ყოველთვის შეგიძლიათ, არ აქვს მნიშვნელობა ფოლდერიდან მოგაქვთ სურათი თუ ლინკიდან.

თუ გვინდა რომ სურათს გადავადოთ ლინკი მაშინ <img> თეგი უნდა ჩაჯდეს <a> შუაში </a>.

<a href="image link"><img src="suratis_misamarti" alt="ხის სურათ" /></a>