HTML სტილები გაკვეთილი - 11

ამ გაკვეთილში ვისაუბრებთ HTML სტილებზე, რა არის Inline და Internal CSS და მათ გამოყენებაზე.

პირველ რიგში განვმარტოთ რა არის CSS.

CSS არის Cascading Style Sheets. იგი გვეხმარება ფერების, სტილების, უკანა ფონის და ა.შ. შეცვლაში.

არსებობს 3 სახის CSS  მეთოდი, Inline, Internal და External. ამ გაკვეთილში განვიხილავთ Inline და Internal CSS, მესამეს უკვე CSS გაკვეთილებში იხილავთ.

დავიწყოთ Inline მეთოდის განმარტება.

Inline CSS გამოიყენება HTML თეგების შიგნით, ამისათვის დაგვჭირდება ატრიბუტი, პარამეტრი და ღირებულება. ყველა თეგს შეგვიძლია განსხვავებული სტილი მივანიჭოთ. 

 

ეს არის Inline CSS

<h1 style="color:red;">ეს სათაური არის წითელი</h1>

ატრიბუტი=style

პარამეტრი=color

ღირებულება=red

პარამეტრი და ღირებულება უდა იყოს ბრჭალებში ჩასმული შუაში კი 2 წერტილი უნდა ქონდეს, ბოლოში წერტილ მძიმე.

 

Internal CSS ოდნავ განსხვავებულია.

<!DOCTYPE html>

<html>

 <head>

  <style>

    body {background-color:red;}

    h1 {color:black;}

    p {color:yellow;}

  </style>

 </head>

    <body>

      <h1>ეს სათაური არის შავი</h1>

      <p>ეს პარაგრაფი არის ყვითელი</p>

    </body>

</html>

 

წერის სტილთან ერთად Inline და Internal მეთოდებს შორის არის ის განსხვავება რომ არ გვიწევს ყოველ სათაურს თუ პარაგრაფს სათითაოდ დავუწეროთ სტილები. თუ ჩვენ გვექნებოდა ბევრი <h1> და <p> თეგები ყოველი მათგანი იქნებოდა შავი და ყვითელი. ასევე გვაქვს უკანა ფონი რომელიც არის წითელი.