HTML სიები გაკვეთილი - 10

ამ გაკვეთილში ვისაუბრებთ, თუ რა არის HTML სიები და რა თეგებს შეიცავს იგი.

HTML სიები გამოიყენება სიის შესაქმნელად, გვაქვს დაულაგებელი და დალაგებული სიები.

დაულაგებელი სიები შეიცავს
და
თეგებს.

სია იხსნება
თეგით და მასსში ვწერთ
თეგს.

მანქანა

ავტობუსი

მატარებელი

სიის წევრის განმსაზღვრელი
იქნება ავტომატურად მრგვალი შავი წრეებით დანიშნული, მისი შეცვლა შეგვიძლია CSS ის საშუალებით, რომელზეც ჩვენ გაკვეთილებში ვისაუბრებთ.

დალაგებული სიები შეიცავს
და
თეგებს.

სია იხსნება
თეგით და მასსში იწერება
თეგი.

მანქანა

ავტობუსი

მატარებელი

სიის წევრის განმსაზღვრელი
იქნება ავტომატურად დანომრილი.

მოცემულ შემთხვევაში სია გამოიყურება შემდეგნაირად:

1.მანქანა

2.ავტობუსი

3.მატარებელი

CSS ის გამოყენებით ასევე შეგვიძლია მათი შეცვლა.

ასევე შეგვიძლი ერთი სია მოვათავსოთ მეორე სიის შიგნით.

მანქანა

შავი მანქანა

თეთრი მანქანა

ლურჯი მანქანა

ავტობუსი

მატარებელი