HTML-ის შესავალი - გაკვეთილი 1

მოგესალმებით, ამ გაკვეთილში ჩვენ ვისაუბრეთ რა არის HTML, რაში გამოიყენება იგი და გავეცნობით მის ზოგად აგებულებას.

 

HTML-ის სრული განმარტება არის Hyper Text Markup Language.

HTML არის პროგრამირების ენა რისი მეშვეობითაც შეძლებთ ნებისმიერი სირთულის მქონდე ვებ გვერდის შექმნას.

HTML-ის ელემენტები იწერება თეგების საშუალებით.

ქვემოთ ჩამოთვლილი თეგები განსაზღვრავს საიტის ძირითად სტრუქტურას.

<!DOCTYPE html> განსაზღვრავს ფაილის ტიპს HTML-თვის.

<html> მთავარი თეგი.

<head> თეგი შეიცავს დოკუმენტის აღწერას.

<title> თეგი არის საიტის სათაური.

<body> თეგი შეიცავს მთლიან კონტენტს რომელსაც ვხედავთ ეკრანზე.

<h1> თეგი არის ყველაზე დიდი სათაური.

<p> თეგი არის პარაგრაფი.

 

HTML  ფაილის შესაქმნელად ჩვენ გირჩევთ Notepad ++,  რომელიც დღეისთვის ყველაზე მარტივი ედიტორია.

მის გადმოსაწერად შედით შემდეგ ბმულზე: https://notepad-plus-plus.org/download/v7.6.html

შენიშვნა!!! თუ გსურთ რომ თქვენმა HTML-ის ფაილმა იმუშაოს Notepad++ ში save as ით აირჩიეთ Save as Type (html)