HTML-ის საწყისი - გაკვეთილი 2

ამ გაკვეთილში ჩვენ ვისაუბრებთ HTML-ში გამოყენებულ სასტარტო თეგებზე, როგორ იქმნება პატარა სტრუქტურა და რა დაგვჭირდება ამისთვის.

პირველ რიგში გავიგოთ რა არის თეგი და როგორ იწერება იგი:

თეგი არის <html> რომელიც შედგება <> მეტობა ნაკლებობის ნიშნეთ და შიგნით კოდური სიტყვით. მასში მოქცეულია ყველა დანარჩენი თეგები და ელემენტები. ელემენტბზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ.

ძირითადად თეგი იწერება შემდეგნაირად:

<html> შიგნით მოქცეული კოდი </html>

ანუ როდესაც ვხსნით თეგს ან ელემენტს მას დახურვაც უნდა წინააღმდეგ შემთხვევაში HTML დოკუმენტი ვერ აღიქვამს რა წერია კოდში და შესაბამისად ყველაფერს გადმოგიტანთ საიტზე.

<html> გამხსნელი თეგი.

</html>  <> ნიშანს დამატებული / ნიშანი. დამხურავი თეგი.

თუმცა არსებობს თეგები რომელთაც არ სჭირდებათ დამხურავი მეორე ელემენტის დაწერა და ისინი თავის თავში იხურებიან.

 

ახლა კი უკვე გადავიდეთ თეგების განმარტებებზე.

განვმარტოთ ქვემოთ დაწერილი კოდი.

<!DOCTYPE html> - იგი ყოველთვის კოდის თავში დგას და ფაილს ანიჭებს სტრუქტურას.

<html> </html>  - კოდის წერის დასაწყისი.

<head> </head> - შეიცავს დოკუმენტის აღწერას.

<title> </title> - საიტის სათაური

<body> </body> - შეიცავს ყველაფერს რაც უნდა გამოჩნდეს საიტზე.

<h1> </h1> ყველაზე დიდი სათაური, მასში იწერება ტექსტი

სათაურები დალაგებულია ყველაზე დიდიდან ყველაზე პატარამდე

<h1>-დან <h6>-მდე

<h1> როგორც ვთქვით ყველაზე დიდი სათაური, შესაბამისად <h6> ყველაზე პატარა.

თუმცა ძირითადად გამოიყენება <h1>, <h2>, <h3> სათაურები.

<p> </p> პარაგრაფი. მასშიც იწერება ტექსტი, თუმცა პატარა.

<br/> გამოიყენება აბზაცით დასაწყებად. ეს არის ცარიელი თეგი ანუ შიგნით არაფერი იწერება, იხურება თავის თავში და დგება ტექსტის თავში.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ თუ რა გამოვიდა ამ კოდის დაწერით და როგორი იქნება ის ჩვენს ეკრანებზე.