HTML ლინკები - გაკვეთილი 7

ამ გაკვეთილში ვისაუბრებთ HTML ლინკებზე და მათ ატრიბუტებზე.

მოგეხსენებათ HTML  ლინკი იწერება <a> თეგით, მაგრამ მას ასევე სჭირდება დამხმარე ატრიბუტი href="".

სტრუქტურა არის შემდეგნაირი <a href="link">ჩვენი ვებ გვერდი</a>

href ატრიბუტი განსაზღვრავს დანიშნულების პუნქტს სადაც უნდა გადახვიდეთ, თეგებში მოქცეული ტექსტი კი გამოგვიჩნდება ეკრანზე და სწორედ მასზე დაჭერით ხდება ლინკზე გადასვლა.

ასევე არსებობს ლოკალური ლინკები <a href="second_file.html"> ლოკალური ლინკი </a>

ამ შემთხვევაში href ატრიბუტში იწერება თქვენს სისტემაში მყოფი ფაილის სახელწოდება, თუ ფაილი დესკტოპზეა მოთავსებული მაშინ იგი პირდაპირ ჩაიწერება ორ ბრჭყალში, ხოლო თუ იგი რაიმე ფოლდერშია მაშინ მას უნდა ვუჩვენოთ გზა.

href="tutorial/secon_file.html"

 

<a> თეგს ასევე აქვს target ატრიბუტი.

<a href="link" target="blank">.

_blank - მნიშვნელობა ხსნის ლინკს სხვა ფანჯარაში(ვხმარობთ მხოლოდ ამ მნიშვნელობას).

_self - ეს მნიშვნელობა ავტომატურად აქვს გაწერილი და არ ვხმარობთ. იგი იმავე ფანჯარაში ხსნის ლინკს.

 თქვენ შეგიძლიათ გალინკოთ სათაურები და პარაგრაფები, ყველა ტექსტური ან სურათის მქონე თეგები.

<a href="link"><h1>რაღაც ტექსტი</h1></a>