HTML ატრიბუტები - გაკვეთილი 3

ამ გაკვეთილში ვისაუბრებთ ატრიბუტებზე და რაში გამოიყენება ისინი.

<img src="something.jpg"/>

<img/>  არის სურათის თეგი მასზე დაწვრილებით შემდგომ ვისაუბრებთ. იგი ასევე თავის თავში იხურება, თუმცა თუ გვინდა რომ HTML მიხვდეს და ეკრანზე სურათი გამოგვიტანოს აუცილებლად დაგვჭირდება სოურს  ატრიბუტი რომელიც იწერება შემდეგნაირად src="". ეს ატრიბუტი HTML ს უჩვენებს გზას თუ საიდან აიღოს სურათი ორ პრჭყალში მოქცეული ტექსტი src="something.jpg" კი უკვე ჩვენს მიერ მითითებული სურათის დასახელებაა.

ასევე არსებობს სხვა ატრიბუტებიც რომლებსაც მომავალში გამოვიყენებთ და თან ავხსნით თუ რომელს რა ფუნქცია აკისრია.

აქვე განვიხილოთ კიდევ ერთი ატრიბუტი href="" რომელიც იწერება ლინკის დროს.

<a href="link"> საიტის ლინკი </a>. როგორც სურათის დროს ლინკ თეგიც <a> </a> ატრიბუტის გარეშე ვერ იმუშავებს.(ამ თაგსაც დაწვრილებით მოგვიანებით განვიხილავთ.)